პეტრე ცაავამ „პიდარასტიაზე“ რეპლიკა განმარტა

სტატიის ავტორი

მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრე ცაავამ უარყო მეუფე ნიკოლოზის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომაზე უხამსად იქცეოდა და განმარტავს, რომ მხილება და სიმართლის თქმა უხამსობას არ ნიშნავს.

„მთავარის“ ეთერში მან ასევე თქვა, რომ არც არავის გაუყვანია ხელით და სინოდის სხდომა თავად დატოვა. თუმცა აღნიშნა, რომ ამის მცდელობა იყო.

პეტრე ცაავამ პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„დღესაც შევახსენე სინოდის სხდომაზე-თქვენ რომ პროკურატურას ნდობა გამოუცხადეთ, პროკურორები გიორგი მამალაძეს თხოვდნენ, ეთქვა ვინ ვისთან არის სოდომური ცოდვით დაცემული საპატრიარქოში. ციანიდზე კი არ უსვამდნენ შეკითხვებს, ასეთ-უმსგავსობაზე. ეს იყო მთელი პრობლემა“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

მოიხდის თუ არა ბოდიშს დღეს წარმოთქმული სიტყვების გამო, პეტრე ცაავამ უპასუხა:

„ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა, ეს არის პიდარასტია, საეკლესიო ტერმინი, სხვას ვერაფერს დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვთქვა სიმართლე. თუ ვინმე ბრკოლდება, ვითხოვ შენდობას, მაგრამ თავის სათქმელს ვარქმევ“.

სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, „რომ „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх