გორში პოლიციელებმა მოხუცი ქალი გადაარჩინეს - რა მოხდა სტალინის ქუჩაზე

სტატიის ავტორი

გორელი პოლიციელები მოხუც ქალს დაეხმარნენ. ამის შესახებ ,,დიანიუსს" ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება. როგორც ნინო მოდებაძე აცხადებს, მოხუცი ქალი, რომელიც სტალინის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, შუაგზაზე წაიქცა და ადგომას ვერ ახერხებდა, რა დროსაც შემთხვევით გამვლელმა პოლიციელებმა მას სათანადო დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

,,ქუჩაში მივდიოდი, დავინახე, რომ მოხუცი ქალი, რომელიც სტალინის გამზირს კვეთდა, შუა გზაზე წაიქცა, როგორც შემდეგში გაირკვა, წნევას აუწევია და გაითიშა. ალბათობა რა თქმა უნდა დიდი იყო, რომ მანქანა დასჯახებოდა. საბედნიეროდ იქამდე, სანამ ჩვენ მივედით დასახმარებლად, სამართალდამცველები მოდიოდნენ გზაზე, რომლებმაც მოხუცი წამოაყენეს და უვნებლად გადაიყვანეს გზაზე. თვითონვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. პატრულმა, სახეზე არ ვიცი ვინ იყო, მოხუც ქალს თავზე აკოცა და სთხოვა რომ ფრთხილად ევლო ქუჩაში". - ამბობს თვითმხილველი

გორში პოლიციელებმა მოხუცი ქალი გადაარჩინეს - რა მოხდა სტალინის ქუჩაზე
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх