ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სტატიის ავტორი

ძმის მკვლელობისთვის ძმას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩემი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო", — აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის პირველ თებერვალს ზესტაფონში, სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელს მსუბუქი დაზიანება მიაყენა და ძმას თავის არეში ესროლა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх