"გადააფარე მამაშენს თუ დაინახე შიშველი და ღმერთი დაგიცავს შენ" - მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრესთან შეხვედრას იხსენებს

სტატიის ავტორი

ჭყონდიდის ეპარქიის ახლადარჩეულმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ყოფილ მიტროპოლიტთან, პეტრე ცაავასთან ზაფხულში შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, მეუფე პეტრემ უთხრა, თუ რის თქმას აპირებდა სინოდის სხდომაზე. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პატრიარქსაც ჰქონდა.

"მეუფე პეტრემ ეს ინფორმაცია მომაწოდა. ამის შესახებ ვუთხარი უწმიდესსაც და მან ბრძანა, რომ უნდა ვილოცოთ მეუფე პეტრეზე და კიდევ ერთი შანსი მივცეთ. "გადააფარე მამაშენს, თუ დაინახე შიშველი და ღმერთი დაგიციავს შენ" - ეს სიტყვები სახარებიდანაა. მე მაქვს კითხვები, რატომ ჩავვარდი ამ განსაცდელში, მაგრამ მივიღე როგორც მორჩილება და კურთხევა," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх