ბიძინა ივანიშვილი: "პოლიტიკაში მონაწილეობა ჩემი ყველაზე ღირებული ქველმოქმედებაა"

სტატიის ავტორი

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი entrepreneur.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, 2012 წელს მისი გადაწყვეტილება ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა.

"ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა", - თქვა მან.

კითხვაზე სად გადის ზღვარი ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის ივანიშვილი პასუხობს:

"რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით. თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია.

რაც შეეხება ამის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო - გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ”, -აცხადებს ივანიშვილი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх