თორნიკე მერებაშვილის საქმე - ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სტატიის ავტორი

თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ზვიად კოჩუაშვილი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

50 წლის კაცი თებერვალში დააკავეს. 17 წლის თორნიკე მერებაშვილის მშობლები უკვე წელიწადზე მეტია ამტკიცებენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ და უკვე გარდაცვლილის დაზიანება ავტომობილით მომხადარიყო. ამით კი ავტოავარიის ინსცენირება გაეთამაშათ.
სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭი შველას ითხოვს და ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს. მერაბაშვილი დახმარებისთვის რეკავს და ამბობს, რომ დაჭრილია, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ითხოვს. ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში კი მერებაშვილი გარდაიცვალა. ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ ცივ იარაღზე გარდაცვლილის სისხლია. სავარაუდოდ, ამ საგნით მიაყენეს მძიმე ჭრილობები 18 წლის მერებაშვილს თავის არეში, რის გამოც მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ზვიად კოჩუაშვილი დააკავა და მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედებოდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს - თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх