,,უსაქმური გორის მერი" - რა დოკუმენტები გაასაჯაროვეს ნაციონალურ მოძრაობაში

სტატიის ავტორი

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ, მედიას გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ბიუჯეტიდან ბოლო 10 თვის განმავლობაში გახარჯული თანხები წარუდგინა.
მისი თქმით, 2019 წელს გორის მერიამ და საკრებულომ ჯილდოებზე ჯამში 80 000 ლარი დახარჯა, საიდანაც 75 000 ლარი გორის მერიის ანგარიშზეა, დანარჩენი 5 000- საკრებულოს.

შეხვედრაზე ვასილისა ჯაბახიძემ სარესტორნო თანხებზეც ისაუბრა, რომელმაც ბოლო 10 თვის განმავლობასი 39 786 ლარი შეადგინა. ის აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში კონკრეტულად არ არის გაწერილი, თუ რა საჭიროების გამო სტუმრობდა გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კონკრეტულ რესტორანს.

„დოკუმენტებში არ არის განმარტებული, რატომ გახდა საჭირო გორის მერს გაემართა ქეიფი გორელების ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ ადამიანებს ძალიან უჭირთ , გორის მერს ეს არ ადარდებს და რესტორანში გორელების ფულით მოილხენს“- განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, გორის მუნიციპალიტეტში დიდ პრობლემას წარმოადგენს მაღალჩინოსნების მანქანებისა და საწვავისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
ვასილისა ჯაბახიძის ინფორმაციით, გორის მერიას 5 ახალი მანქანის შეძენა 150 000 ლარი უჯდება. რაც შეეხება საწვავს, „ყოველწლიურად გორის მერია საკრებულოს უგზავნის საწვავის ლიმიტს. წელს მათ საკრებულოსგან მოითხოვეს 6 100 ტონა საწვავი, რაც ყველაზე დაბალ ნიშნულზე, 2.50 ლარზე რომ გამოვთვალოთ, დაახლოებით , 15 250 ლარია“- თქვა ჯაბახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ხედავს მივლინებებისთვის გამოყოფილ თანხებშიც.
„მივლინებებისთვის ბოლო 10 თვეში 22 289 ლარი დაიხარჯა. აქედან დიდი წილი,
დაახლოებით 17 000 ლარზე მეტი, მხოლოდ გორის მერიამ დახარჯა“- აცხადებს ჯაბახიძე.

,,უსაქმური გორის მერი" - რა დოკუმენტები გაასაჯაროვეს ნაციონალურ მოძრაობაშიскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх