როდის ექნება ქვახვრელს, ხიდისთავსა და თერგვისს გაზი - გორის მერის განმარტება

სტატიის ავტორი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, ხიდისთავსა და თერგვისში გაზი სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაირთვება. ამის შესახებ ,,დიანიუსს" გორის მუნიცპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა. ქალქის პირველი პირის განცხადებით, ამ ეტაპზე განცხადებები იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში თითოეულ ოჯახს გაზი ექნება.

,,ხითისთავში უკვე მიმდინარეობს განცხადებების მიღება. იმისთვის, რომ გაზი ჩაირთოს პროცესები უკვე დაწყებულია და ძალიან მალე გადავლენ ქვახვრელსა და თერგვიში. ჩემი ინფორმაციით, გაზი სამივე სოფელში ჩაირთვება დეკემბრის შუა რიცხვებში. " - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში წელიწად ნახევარია გაზის მაგისტრალი გაყვანილია, თუმცა ამ დრომე სოფელში ბუნებრივი აირი არ გაუშვიათ. ანალოგიური ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх