ავტობუსების ახალი ნაკადი თბილისში

სტატიის ავტორი

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი მწვანე ავტობუსები წარუდგინა. დედაქალაქის პირველი პირის განცხადებით, სულ შემოსულია 30 ერთეული მწვანე ფერის ავტობუსი, აქედან 23- 8 მეტრიანი და 7-10 მეტრიანი . წარდგენაზე კახი კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა სატრანსპორტო პოლიტიკის არსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რაშიც იგულისხმება ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლება, მეტროს მოწესრიგება და ტაქსების რეფორმა, რომელიც მისი თქმით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
მერის განცხადებით მთავარი პრიორიტეტი ღირსეული პასუხია გამოწვევებზე, რომელიც აწუხებს თბილისს.
„დარწმუნებული ვარ , რომ ყველა ეს ნაბიჯი , ყველა ის პროექტი,რასაც ჩვენ ვახორციელებთ საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.
მწვანე ავტობუსებით სარგებლობა საზოგადოებას ხვალიდან შეეძლება. წლის ბოლომდე დაგეგმილია მწვანე ავტობუსების კიდევ შემოყვანა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх