“თუ მეუფე ზოსიმე არ შეწყვეტს ჩემზე საუბარს, საჯაროდ ვამხელ” – მარგვეთის ყოფილი მიტროპოლიტი

სტატიის ავტორი

მარგვეთის ყოფილი მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე, მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული ეკლესიდან განკვეთილია, აცხადებს, რომ აუცილებელია დრულად მოხდეს საეკლესიო კრების ჩატარება, რომელსაც დაესწრებიან სასულიერო პირები, როგორც მონაზვნები ასევე ბერები.

წამალაიძის თქმით, ყველა საკითხის განხილვა უნდა მოხდეს საჯაროთ და საეკლესიო წესით. საკითხები კი იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა პედოფილია და სხვა სოდომური ცოდვები. ის ულტიმატუმს უყენებს მეუფე ზოსიმეს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ქრისტეფორე წამალაიძემ მოუწყო ეს პროოკაცია და მიაგზავნა სტუდენტები მასთან.

წამალაიძის თქმით თუ კი არ შეწყვეტს მეუფე ზოსიმე მისმიმართ ბრალდებების გაჟღერებას ის საჯაროდ ამხელს ყველა იმ საკითხში რომელიც წლების წინ მისთვის იყო ცნობილი.

“მოწვეულ იქნას ეპისკოპოსთა კრება. ამ კრებას უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა ვინც თავს თვლის დაჩაგრულად. კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ დამაჯერებელი პასუხი. აი ეს დამაჯერებელი პასუხი არსად არ ჩანს. როდესაც რომელიმე პიროვნება საპატრიარქოს თვალში არ მოსდის და მათ განჩინებები გამოაქვთ დასასჯელი პიროვნებბების დასწრების გარეშე, ესეთი რამე არსად არ ხდება. არც სასამართლო პრაქიკაში და არც საეკლესიოში.

სინოდის სხდომაზე გამოაქვთ ყოველგვარი დაუსაბუთებელი დასკვნები და განჩინებები, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და ვისაც უნდა სჯიან ვისაც უნდა ამართლებენ” – აცხადებს მარგვეთის ყოფილი მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх