ექსკლუზივი: გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტი დატოვოს

სტატიის ავტორი

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტი დატოვოს. ამის შესახებ იოსებ მაკრახიძემ ,,დიანიუსის“-ს ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც მაკრახიძემ თქვა, მიზეზი მისი სამშენებლო კომპანიის მიმართ მაღალი ინტერესი და განვითარებული მოვლენებია.

ცნობისთვის, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და გორის მაჟორიტარს, იოსებ მაკრახიძეს დღეს უჩივლეს. ანტიკორუფცილ სააგენტოში მათ წინააღმდეგ სჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ შეიტანა. მიზეზი გორში ჩატარებული ტენდერებია. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ტენდერებში კორუფციის ნიშნები იკვეთება, რადგან მაკრახიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს.

,,გამოიძიონ ერთხელ და სამუდამოდ და დამანებონ თავი. 500 კაცს ვინახავ თავისი ოჯახებიანად. არ დამატოვებინოთ ეს ხალხი უმუშევრად. როგორ უნდა გავრიგდე ელექტრონულ ტენდერში, სადაც არავინ არ იცის ვინ იღებს მონაწილეობას და ყველაფერი დახურულია. ეხლა მე მივალ და პარლამენტს შევეკითხები შეიძლება არა რომ დავტოვო პარლამენტი და დავტოვებ“ - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх