“ახალ მეუფეს პირველი “აპერაცია” ჩაუტარებია და ჭყონდიდის ეპარქიის ძაღლები გარეთ გაუყრია”

სტატიის ავტორი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭყონდიდის ახალმა მეუფე გრიგოლმა, რეზიდენციის ტერიტორიიდან ძაღლები გამოყარა.

“ჭყონდიდის ახალ მეუფეს პირველი აპერაცია ჩაუტარებია და ეპარქიის ძაღლები გარეთ გაუყრია. ისეთი სიკეთეა ალბათ ცაზე ჯვარიც გამოისახება” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმაც. მისი თქმით საზოგადოებას კინოში უწევს ცხოვრება.

“ჭყონდიდის ეპარქიიდან ძაღლები გამოყარეს.

თქვენ გრძნობთ, რამხელა ლიტერატურასა და კინოში ვცხოვრობთ? <3

პ.ს. ფოტოები ეკუთვნის სოფო ბუკია მარმელადოვას, რომელმაც, რამდენიმე წლის წინ, ეპარქიაში ვიზიტისას, ზურგის ტვინით იგრძნო, რომ ამ ცუგებს უნდა გადაუღოს ფოტოები და არა მე და ნაფტას” – წერს დევდარიანი.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
“ახალ მეუფეს პირველი “აპერაცია” ჩაუტარებია და ჭყონდიდის ეპარქიის ძაღლები გარეთ გაუყრია”
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх