ხელები ჰქონდა დამტვრეული - 65 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სტატიის ავტორი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სოფელ არბოშიკში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მურად ელაშვილის ინფორმაციით, ქალის ცხედარი ძმისშვილმა და მეზობელმა აღმოაჩინეს.

„ქალი მარტო ცხოვრობდა. სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება, პოლიცია მუშაობს“, - განაცხადა ელაშვილმა „პრაიმტაიმთან“.

ფაქტს ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილიც.

„ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა დეტალებზე, ბევრი არაფერი“, - ამბობს ჯანიაშვილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს ძალადობის კვალი მართლაც აღენიშნება და მას ხელები აქვს დამტვრეული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა დაწყებული.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх