"ბიძინა დაგვიდექი გვერდით" - ვასაძე ოლიგარქს, გახარიას და ღარიბაშვილს ვერის ბაღში, ფილმის ჩასაშლელად იხმობს

სტატიის ავტორი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინიტ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, შეუაერთდნენ აქციას, რომელიც გეი დრამის შესახებ გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის ჩვენების წინააღმდეგაა მიმართული.
ვასაძე და რადიკალი ჯგუფები ვერის ბაღში არიან შეკრებულები და პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან.
"მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ჩვენ დავიღალეთ ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ...
თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი მინისტრებიც და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას ამ ფილმით და არ ემსახურებით რაღაც სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ"- მიმართა ივანიშვილს ლევან ვასაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх