ვიდეო - როგორია გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

სტატიის ავტორი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ორი ადამიანი დაშავდა. ავარია წმინდა წყლის დასახლებაში დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, დაშავებულია 9 წლის მოზარდი და 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთებობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება მამაკაცს, როგორც ,,გორმედის" სამედიცინო ცენტრში განმარტავენ ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



როგორც ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლ;ის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх