საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება - ზალკალიანი

სტატიის ავტორი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეინჩინოვიჩს შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

ზალკალიანისვე განცხადებით, ქართულმა მხარემ შეიმუშავა პრიორიტეტები და 6-თვიანი კალენდარი, რომელიც თავმჯდომარეობის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

"ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეინჩინოვიჩს. მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას. საქართველო წელს პირველად ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის დამტკიცებისთვის.

ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა თავმჯდომარის პრიორიტეტები და ასევე 6-თვიანი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებასა და კონფერენციების გამართვას. აღნიშნული პრიორიტეტები გაჟღერდება თავმჯდომარეობის გადაბერებამდე რამდენიმე დღით ადრე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх