ინაშვილი: ოპოზიციის შეთავაზებული სამი ვარიანტიდან კონსტიტუციას არცერთი ეწინააღმდეგება

სტატიის ავტორი

მისაღებია ე.წ. გერმანული მოდელიც, ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტიც მცირე ცვლილებებით პროექტის ინიცირების შესახებ და ასევე ის ვარიანტიც, რომ 101 ხმით მიღებულად გამოვაცხადოთ ეს პროექტი და გადავიდეთ მეორე მოსმენაზე. ამ სამიდან არც ერთი ვარიანტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტში მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც ხელისუფლებამ უკან წაიღო მისი მთავარი დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს 73 მაჟორიტარი, ეს არანორმალურია და ერთპარტიული სისტემაა, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში წაგართმევს გამარჯვებას. მე ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოში და ამას ყველა, მათ შორის „ქართული ოცნებაც“ აღიარებს. ერთხელ ჯარით წამართვეს მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება და მეორედ - იორმუღანლოს უბნებით. არჩევნების დღეს, დილით უკვე ყველამ იცოდა, რომ მესამე ადგილზე ვიყავი გასული. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პარტიული სისტემით არჩევნების ჩატარება.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დადგა ძალიან სამარცხვინო სპექტაკლი. ხელისუფლება ხალხს პოლიტიკური მელაკუდობით არ უნდა ელაპარაკებოდეს. როდესაც პლენარული სხდომა დაიწყო, მე რამდენჯერმე ვკითხე „ქართულ ოცნებას“, იყვნენ თუ არა მზად კრიზისისთვის, რომელიც პროექტის ჩაგდების შემთხვევაში ემუქრებოდა ქვეყანას. ეს კანონპროექტი თავიდანვე იყო განწირული - ყველამ თავისი როლი შეასრულა. როდესაც ამის შემდეგ ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ არაფერს შეცვლის, ეს ორმაგად არაგონივრული პოზიციაა, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს ამპარტავნებიდან.

ხელისუფლებას მეტი სირბილე და მოქნილობა ევალება. მისაღებია ე.წ. გერმანული მოდელიც, ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტიც მცირე ცვლილებებით პროექტის ინიცირების შესახებ და ასევე ის ვარიანტიც, რომ 101 ხმით მიღებულად გამოვაცხადოთ ეს პროექტი და გადავიდეთ მეორე მოსმენაზე. ამ სამიდან არც ერთი ვარიანტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх