ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

სტატიის ავტორი

პარლამენტის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენობასთან, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტის ეზოში, გისოსებს მიღმა პოლიციია მობილიზებული. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორედ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დააანონსეს.

გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაა, „ეს ბოქლომი კი სიმბოლური იყო.

თავის მხრივ, გიგი უგულავამ პოლიციელებს მიმართა და განუმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არავინ აპირებენ.

„მშვიდად იყავით, არავინ შემოსვლას არ აპირებს. თუ უზურპატორს დაიცავთ, ეს თქვენს კისერზე იქნება. დღეს ლეგიტიმაციააყრილ, არაფორმარულ მმართველს იცავთ, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ თქვენს ზურგს ამოეფაროს.

არაფერი საქმე არ გვაქვს მანდ, ეს არის მკვდარი შენობა, შეგიძიათ კობახიძის და თალაკვაძის კაბინეტებიც დაიკავოთ, მაგრამ ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით მისი მსახურები“, - მიმართა უგულავამ სამართალდამცველებს და აღიშნა, რომ ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა სამსახურებმა ბოქლომები პარლამენტის ორივე შესასვლელთან უკვე მოჭრეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх