ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მიღებული ზომები ექიმის ოჯახს გააცნო

სტატიის ავტორი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

მისი განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. „ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს"- აღნიშნა ელჩმა.

პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას თქმით კი, ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх