სუს-ში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერების გავრცელება დეზინფორმაციას წარმოადგენს

სტატიის ავტორი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერების გავრცელება გაფრინდაშვილის მიმართ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას.

საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებენ სუს-ში.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – აღნიშნავენ სუს-ში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ე.წ. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მათზე ზეწოლა უპერსპექტივოა“.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх