ავარიით დასრულებული კიდევ ორი სიცოცხლე - გარდაცვლილები არიან 20 წლის ახალგაზრდები

სტატიის ავტორი

ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გადაიცვალა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილები 20 წლის ახალგაზრდები არიან. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა

არდაცვლილები და დაშავებული, ახალციხელები არიან. სამ მეგობარს თ.ს, გ.თ და მ.კ–ს ავარია „ლექსუსის“ მარკის მანქანით მოუვიდათ.
ერთ–ერთი გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა. მანქანის ნაწილები კი დაახლოებით 20 მეტრის მანძილზეა მიმოფანტული.ავტომობილს გ.თ მართავდა, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.

22 ნოემბერს, ფარეხასთან ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა.ფარეხასთან ავარიისას 20 წლის ბიჭები გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისრტომ გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დაახლოებით იგივე გზაზე, ფარეხასთან ავარია 28 ოქტომბერსაც მოხდა, რა დროსაც მანქანაში მჯდომი და–ძმა გარდაიცვალა, დედა კი მძიმედ დაშავდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх