საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ - დავით სერგეენკო

personuser access_time2-11-2018, 18:09


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება.
“თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა შემოსავალი, პროგრამა აფიქსირებდა ამ შემოსავალს და მათ უწყდებოდათ სოციალური დახმარება, რაც დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადაში ჩვენ დავამუშავებთ შესაბამის დადგენილებას, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება არამონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს.
ეს არის სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია