არჩევნების გერმანულ მოდელზე ოპოზიციას "ქართული ოცნება" არ დათანხმდა

სტატიის ავტორი

ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე ოპოზიციისა და ქართული ოცნების წევრები ვერ შეთანხმდნენ.
ოპოზიციის ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება. მან ასევე თქვა, რომ ოპოზიციამ მათ ბევრი ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ მათი მხრიდან არის დუმილი.

განცხადებას აკეთებენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა - "დღევანდელი ვითარებით ჩვენ ძალიან რთული არჩევნებისკენ მივექანებით, რადგან მთავარი პობლემა არის საარჩევნო სისტემაზე შეუთანხმებლობა, რაც არის ივანიშვილის ბრალი."

გრიგოლ ვაშაძის თქმით კი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და თანდასწრებით ჩატარდა, სადაც საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“ განიხილავდნენ.
გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх