"ძალიან ცუდი გზით მიდის ხელისუფლება" - ნინო ბურძანაძე

სტატიის ავტორი

ძალიან ცუდი გზით მიდის ხელისუფლება. ჩვენ ნამდვილად გვინდოდა, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარებულიყო. ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს ან სიტყვით უნდა გააგებინოს რამე ხელისუფლებას ან აქციებით - თქვა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და თანდასწრებით ჩატარდა, სადაც საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“ განიხილავდნენ.
გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ოპოზიციის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ ჩავარდა.

არჩევნების პრპორციული წესით ჩატარება „სირცხვილიას“ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც 24 ივნისს დათანხმდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები სწორედ ამ მოდელით ჩატარდებოდა. скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх