„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან“ - არჩილ თალაკვაძე

სტატიის ავტორი

„ჩვენ დღეს კიდეც ერთხელ ვნახეთ, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან“ - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა დამთავრდა.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება 2020 წლის არჩევნებისათვის და გერმანულ მოდელზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და თანდასწრებით ჩატარდა, სადაც საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“ განიხილავდნენ.
გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ოპოზიციის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ ჩავარდა.

არჩევნების პრპორციული წესით ჩატარება „სირცხვილიას“ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც 24 ივნისს დათანხმდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები სწორედ ამ მოდელით ჩატარდებოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх