"კონსტიტუტიიცის შეცვლის რესურსი არ არსებობს, შესაბამისად ეს საკითხები ამ ეტაპზე დახურულია" - თეა წულუკიანი

სტატიის ავტორი

ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
"შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება არ დაიზარებს."

წულუკიანმა ყურადღება ოპოზიციის არგუმენტებზეც გაამახვილა და თქვა, რომ მათი არგუმენტები ხელისუფლების გადასარწმუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა: -"ოპოციციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური ვერ მოიტანა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად და ხომ არის პოლიტიკურ გუნდში იმის მზაობა, რომ კონსტიტუციის ცვლილება ვცადოთ, ამაზე ჩვენი პასუხი იყო არა. თუმცა დიალოგი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ვცემთ პატივს და თუ ჩაინიშნება მომავალი შეხვედრა ჩვენ, რა თქმა უნდა ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით."

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა შეხვედრის ინიციატორები უცხოელი პარტნიორები იყვნენ: -"მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შეხვედრა არ მოუწვევია ქართულ ოცნებას, ეს შეხვედრა არმოუწვევია ერთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ამ შეხედვრის იდეიის ინიციატორები, ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან, იყვენ ჩვენი უცხოელი პარტიორები და მეგობრები."

"ჩვენი პოზოციები გაჟღერდა შეხვედრაზე, ეს პოზიციები ნათელი და მკაფიოა. კიდევ ერთხელ ითქვა და მომავალშიც ითქმევა თუ ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია. კონსტიტუციის შეცვვლის რესურსი არ არსებობს, შესაბამისად ეს საკითხები ამ ეტაპზე დახურულია.
მომავალში დიალოგი არ არის ცუდი თუ გაგრძელდება, მაგრამ გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობაზე საუბარი ჩვენი მხრიდან დახურულია".скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх