„უშუალოდ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია“ - ირაკლი კობახიძე

სტატიის ავტორი

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრას "სირცხვილიას" აქტივისტები არ ესწრებოდნენ. რის შესახებაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეხვედრის ფორმატი განიხილეს საერთაშორისო პარტნიორებთან და "სირცხვილიას" წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია იყვნენო.

რაც შეეხება არჩევნების გერმანულ მოდელს, მისი თქმით, ამ დისკუსიის შედეგად ყველამ რეალურად დაინახა, რომ გერმანული მოდელი არ არის კონსტიტუციური. ხოლო თუ ოპოზიცია შეძლებს რაიმე ისეთი წინადადების წარმოდგენას, რაც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან მზად იქნებიან საუბრისათვის.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. იგი დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და თანდასწრებით ჩატარდა, სადაც საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“ განიხილავდნენ.
გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ოპოზიციის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ ჩავარდა.

არჩევნების პრპორციული წესით ჩატარება „სირცხვილიას“ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც 24 ივნისს დათანხმდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები სწორედ ამ მოდელით ჩატარდებოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх