"აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ და არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ" - გრიგოლ ვაშაძე

სტატიის ავტორი

გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მმართველი გუნდი არაფრისთვის მზად არ იყო:

-"ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ისე არანაირ დიალოგზე მმართველი გუნდი ეგრედწოდებული ხელისუფლება არ წამოვიდოდა. აბსოლიტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ და არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოციამ და გუშინ ოცდაათმა პარტიამ მოაწერა ხელი. ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით.
არ მივცემთ არასოდეს ეგრედწოდებულ ქართულ ოცნებას იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის". - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და თანდასწრებით ჩატარდა, სადაც საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“ განიხილავდნენ.
გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх