თბილისი-მოსკოვის ბილეთი ბიძაინა ივანიშვილს

სტატიის ავტორი

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უყიდა.

„ივანიშვილს ვუყიდე ბიელთი, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ბიზნესკლასის ბილეთი, რადგან ის შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა ამის შემდეგ დაადგება ნორმალური განვითარების გზას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში ისაუბრა ივანიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდება. ხაზარაძის თქმით, ეს განცხადება იყო უსირცხვილო და კარგად ჩანდა ივანიშვილის დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი: „ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჩვენს ქვეყანაში სჭირდება დასაქმება გაუშვებს სხვაგან, ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტითა და გადასახადებით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში განიხილება „თიბისი“ ბანკის საქმე. პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх