ირაკლი კობახიძე აქტივისტების დახვედრაზე - „ნაციონალური მოძრაობა“ აქაც აჩვენებს თავის სახეს. ისინი იფარებენ ბავშვებს და არიციან ვის რა უნდა დააჭერინონ ხელში

სტატიის ავტორი

“იყო რამდენიმე ბავშვი შეკრებილი , რა თქმა უნდა, მათ ვერაფერს ვერ ვეტყვით. საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. საყვედური , ბუნებივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთქმის, რომელიც ბავშვებს იფარებს“, _ ასე აფასებს "ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კობახიძე მოძრაობა "სირცხვილია"_ს დახვედრასა და შეძახილებს.

„თუ ისინი არიან კაცები და ქალები მოვიდნენ და თვითონ თქვან რაც უნდათ, რომ თქვან.
ვერ მოდიან, იციან რა პასუხსაც მიიღებენ.
ეს არის მათი სახე, ისიც უნდა იცოდნენ გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში , ტრანსპარანტები მაქვს მხედველობაში.
ამასთან დაკავშირებით საყვედურს თქმა არ შემიძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ აქაც აჩვენებს თავის სახეს. ისინი იფარებენ ბავშვებს და არიციან ვის რა უნდა დააჭერინონ ხელში,“_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „ქორთიარდ მარიოტთან“ შეძახილებით - „მონა“, „პროპორციული დაიდოს“ დახვდნენ მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა.
მოძრაობის წევრებმა მას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх