აკაკი ზოიძემ დეპუტატის მანდატი დატოვა

სტატიის ავტორი

„ჩემს ადგილს ასეთ დაპირისპირებლსა და პოლარიზებულ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ ნეგატიური დღის წესრიგის პირობებში“, _ ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატობის მანდატის დატოვების მიუხედავად თანაგუნდელებს სიამმოვნებით დაეხმარება პოზიტიური რეფორმების გატარების შემთხვევაში.
ამასთან, აკაკი ზოიძე ყოფილ თანაგუნდელებს უსურვებს, რომ 2016 წლის ფასეულობების ერთგულნი დარჩნენ.

„ გადაწყვეტილება იმის სესახებ , რომ დავტოვებდი პარლამენტს და პოლიტიკას მივიღე და არ შემიცვლია.
მქონდა კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან უმრავლესობაში, იმიტომ, რომ საერთოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ის საქმეები და ინიციატივები, რაც მქონდა. ეს გადაბარებისა და ტექნიკური საკითხების თემა გახლდათ.
ჩემს ადგილს ასეთ დაპირისპირებლსა და პოლარიზებულ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ ნეგატიური დღის წესრიგის პირობებში.
თუ რამე პოზიტიური რეფორმები დასჭირდებათ, ჩემს თანაგუნდელებს სიამოვნებით დავუდგები გვერდში. რადგან მიმარჩნია გარკვეული ექსპერტული გამოცდილება და ცოდნაც მაქვს ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვასთან დაკავსირებით.
ჩვენ ძირითადად 2016 წელს მოვედით და მე ერთგული ვრჩები იმ ფასეულობების, ჩემს თანაგუნდელებსაც ასევე ვუსურვებ ამ ფასეულობების შენარჩუნებას.
ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების, რომელთან ერთადაც საკმაოდ ბევრი, ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმა ჩვატარეთ. განსაკუთრებით საუბარია მართლაც საშვილიშვილო სამ რეფორმაზე : ევროპული კონსტიტუცუა, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და დაგროვებითი პენსია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх