,,50 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა" - მცირეწლოვანი შვილის დედა ერთკვირიანი კომის შემდეგ გარდაცვლა

სტატიის ავტორი

ერთკვირიანი კომის შემდეგ 30 წლის ქალი გარდაციცვალა. ექიმების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა ქალს სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად, ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა. ცეცხლი მთლიან სახლზე იყო გავრცელებული.

ხანძრის შედეგად, 26 ნოემბერს გარდაიცვალა 12 წლის მოზარდი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო ოჯახის კიდევ სამმა წევრმა.

მათგან ერთი, გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედა, თბილისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალაскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх