"ქართული ოცნების" აქტივისტი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლა დააკავებულია

სტატიის ავტორი

"ქართული ოცნების" აქტივისტი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლა დააკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს კიდევ ორი პირი.

მმართველი გუნდის მხარდამჭერ აქტივისტს სამართალდამცველები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერებმა სცემეს.

მცხეთის მერიასთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზება შეინიშნებოდა. იმ დროს კი, როდესაც პირდაპირ ეთერში ზაალ უდუმაშვილი მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდა, მას სავსე ბოთლი და კვერცხები ესროლეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх