ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მისულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რუსული სიმღერით დახვდნენ.

სტატიის ავტორი

ზუგდიდში ამ წუთებში აქცია იმართება. მმართველი გუნდის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ეს პარტია უნდა აიკრძალოს.

მათ ტრანსფარანტებზე დატანილია: „ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, რაც უკავშირდება ქუთაისში გამართულ აქციას, რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, რომ გუშნწინ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ქვები დაუშინეს. აქტივისტები მსვლელობით მივიდნენ ოფისთან, მათი მთავარი მოწოდება იყო: „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“.

მანამდე კი 29 ნოემბერს ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх