ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მოქალაქეს მესამე დღეა ეძებენ

სტატიის ავტორი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. მონიტორინგი მიმდინარეობდა როგორც წყალზე, ასევე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,- ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80%. პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх