ნიკა გვარამია-მოსამართლეც კი, რომელიც რიგით საქმეს იხილავს ბიძინა ივანიშვილია

სტატიის ავტორი

ამ ქვეყანაში საერთოდ არანაირი სახელისუფლებო შტო არ გვაქვს. გუშინდელი სტატუსი ზუსტად იმიტომ დავწერე, რომ ხელისფულების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც სამართლო-უფუნქციო და გაუქმებული,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სამსამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერს ხელისუფლების უზურპატორი ბიძინა ივანიშვილი მართავს.
„ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს ერთი ადამიანი, ბიძაინა ივანიშვილი, არის ხელისუფლების უზურპატორი .
ფორმალურად არც ერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად, ის არის ერთადერთი, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. აი მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია და რიგითი პროკურორიც, რიგითი პარლამენტის წევრიც, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს. ამიტომ ესეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით არ მიდის, არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს, უნდა დავამხოთ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх