ხულოს მაჟორიტარის ოფისთან აქციაა

სტატიის ავტორი

ხულოს მაჟორიტარის ანზორ ბოლქვაძის ოფისთან აქტივისტები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლქვაძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც მოსახლეობას არჩევნების პროპორციული სისტემა წაართვა.

აქტივისტები სკანდირებენ, რომ ანზორ ბოლქვაძე არის მონა. ოფისთან მიიტანეს საარჩევნო ბროშურა, რომელზე დატანილი ქართული ოცნებაც ქურდულ ოცნებად გადააკეთეს, ხოლო პროგრესი - რეგრესად.

შეგახსენებთ, რომ აქციები მას შემდეგ იმართება, რაც პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებდა.

არჩევნების აღნიშნული წესით ჩატარება "სირცხვილიას" აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა და 24 ივნისს "ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх