„შეაყარე ოცნებას ლობიო“- ამ ლოზუნგით უფლებადამცველთა ასოციაციის წევრები ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებენ

სტატიის ავტორი

უფლებადამცველთა ასოციაციის წევრები სააპელაციო სასამართლოს ეზოში ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მათ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და სასამართლოს ეზოში სიმბოლურად 41 ლობიოს მარცვალი აყარეს.

„ჩვენ დავიწყეთ კამპანია „არა ლობიოს სამართალს“ და „შეაყარე ოცნებას ლობიო“.
ჩვენ ყოველთვის ის ახალაზრდები ვიყავით, რომლებიც იღწვოდნენ სამართლინობისა და ადამიანის უფლებებისთვის. როცა 2012 წელს მოანწილეობა მივიღეთ იმაში, რომ ქართული ოცნება მოსულიყო ხელისუფლებაში, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის თავზე ლობიოს მარცვლების ჰერში აყრის გამო დაიჭერდნენ ადამიანს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, გამოვხატოთ ჩვენი სიტყვა ისე, როგორც გვსურს, რა თქმა უნდა, კოსტიტუციის და კანონის ფარგლებში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლობიოს მარცვლების ჰაერში აყრა არ გახლავთ სამართალდარღვევა და ამისთვის არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს.
შესაბამისად, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დაიჭირეს გახლავთ სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროტესტს მანამ, სანამ ლაშა ჩხარტიშვილი არ დატოვებს საპყრობილეს“,- განაცხადა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх