თეთრი მეტალის ვირთხა- რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო

სტატიის ავტორი

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან.

ლეგენდის თანახმად, ვირთხამ პირველობა არცთუ სამართლიანად მიიღო - იგი ხარს ააცოცდა ზურგზე, შედეგად დანარჩენი ცხოველები ჩააჩოჩა და რიგის თავში ადგილი დაისაკუთრა.


2020 წლის სტიქია - მეტალია, ხოლო ფერი - შესაბამისად, თეთრი. ამიტომ 2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელი იქნება.


მეტალი გამოირჩევა ისეთი თვისებებით, როგორიც არის სიმტკიცე, გამძლეობა, ნებისყოფა. ასეთ ვირთხას ახასიათებს სიმართლისთვის ბრძოლის ჟინი და მყარი ხასიათი.


ზოგიერთს აშინებს ის ფაქტი, რომ 2020 წელი ნაკიანია ანუ 1 დღე-ღამით მეტია მარტივ წელიწადზე.
აქედან გამომდინარე თითქოს ელოდებიან კატასტროფებსა და ცხოვრებაში ბალანსის დარღვევას, თუმცა ასე არ იქნება. 2020 წელი შესაფერისი დროა ქორწინებისა და ოჯახში მატებისთვის.


თეთრი ფერი სისუფთავის, გულწრფელობის და კეთილგანწყობის სიმბოლოა.
ვირთხა დაეხმარება მას, ვინც თავისი მიზნის მისაღწევად პატიოსან გზას ირჩევს, უფრთხილდება სამყაროს და პატივს სცემს ირგვლივმყოფ ადამიანებს.
საკუთარი სურვილებისთვის არაპატიოსანი ხერხებით ბრძოლა კი აუცილებლად მარცხით და იმედგაცრუებით დამთავრდება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх