გვეთვლება თუ არა ვარჯიშად სახლის საქმეები?

სტატიის ავტორი

გასაგებია, რომ წონის დასაკლებად სწორ კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სწორი კვების პარალელურად, ექიმები დაჟინებით გვირჩევენ ფიზიკურ დატვირთვასაც...

ფიზიკური დატვირთვისთვის სპორტდარბაზი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ იქ სიარულისთვის ბევრს არც დრო აქვს და არც - ფინანსები...


აღმოჩნდა, რომ პირველი, არცთუ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასეთია - უბრალოდ, წამოდექით სკამიდან. სულაც არ არის აუცილებელი, სპორტდარბაზში გაიქცეთ.


Mayo Clinic-ის ექიმი ჯეიმს ლევინი (James A. Levine), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზედმეტი წონის პრობლემების სპეციალისტი, ავტორი წიგნისა „ადექი“, ირწმუნება, რომ ადამიანი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს კალორიების 10%-ს წვავს, ხოლო ყოველდღიური საქმიანობის დროს - როგორიც არის, მაგალითად, პროდუქტების ყიდვა, ჭურჭლის რეცხვა, იატაკის მოწმენდა - 30%-ს.
ეს მაჩვენებელი ნაკლებად მოძრავი ადამიანის შემთხვევაში 15%-მდე მცირდება, ხოლო აქტიური ადამინისთვის - 50%-საც აღწევს.


ექიმ ლევინის აზრით, მთავარი პირობაა - საქმე ფეხზე დამდგარმა აკეთოთ. ვერტიკალურ მდგომარეობაში დღეში, მინიმუმ, 3 საათი უნდა გაატაროთ.


„ადამიანი ჯდომისთვის არ არის შექმნილი - როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჯდომა კლავს და ეს პრობლემა კიდევ უფრო აშკარა ხდება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად“, - წერს ლევინი თავის წიგნში „ადექი“.


რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის ფეხით სიარულს, აქ ექიმებმა უკვე დეტალურად გამოთვალეს:
პენსიონერს სჭირდება დღეში 7 ათასი ნაბიჯის გადადგმა;
ზრდასრულ ადამიანს - 10 ათასი ნაბიჯის;
ხოლო წონის დაკლების მსურველს - მინიმუმ, 20 ათასი ნაბიჯისა, რაც ნახევარ დღეს მაინც წაგართმევთ.


ასე რომ, თუ ფეხით სიარულისთვის დრო არ გაქვთ, გადმოიწერეთ თქვენს სმარტფონში ნაბიჯების მთვლელი და შეუდექით ვარჯიშს: ხშირად ადექით კომპიუტერიდან, გარცხეთ ყავის ჭიქა, მიალაგეთ ოფისის მაგიდა, გადაწმინდეთ მტვერი, სახლში კიდევ უფრო მეტი საქმე გამოიძებნება...
შიგადაშიგ თვალყური ადევნეთ ნაბიჯების მთვლელს - დღის განმავლობაში აუცილებლად შეაგროვებთ საჭირო რაოდენობას.წყარო:funtime.geскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх