„მთავარი აქცენტი კეთდება პოლიციელების, ჯარისკაცების და სხვა რამდენიმე კატეგორიის კეთილდღეობაზე“ - ნათია თურნავა

სტატიის ავტორი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შსს-ს თანამშრომლებისათვის გაზრდილ პრემია-დანამატებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არ უკავშირდება ბოლოდროინდელ მოვლენებს.

მისი თქმით, როდესაც 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინეს, ნათლად განაცხადეს, რომ იყო კატეგორიები მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების, ვინც განსაკუთრებული ზრუნის საგანია და იქნებოდნენ 2020 წელსაც. მათ შორის დაასახელა მასწავლებლები, პენსიონერები, პოლიციელები და ჯარისკაცები.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ გაცხადებულ პოზიციას უკავშირდება პრემია-დანამატების გაცემა და არა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. სწორედ მისი დასრულების შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრამა ნათია თურნავამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх