გიორგი გახარია-კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი

სტატიის ავტორი

„კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში და ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის მოყვანილი კითხვები“,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

„ბატონი კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო, წარმატებული მერი, რომელიც ჩვენს ქალაქში უამრავ ღირშესანიშნავ პროექტს ახორციელებს. ერთი-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში და ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის მოყვანილი კითხვები“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს.
„გუნდში არ არის არანაირი დაძაბულობა . რაც უფრო მეტი მსგავსი პოლიტიკოსი, როგორიც არის კახა კალაძე, გვეყოლება გუნდში „ქართული ოცნება“ უფრო წარმატებული იქნება“- აღნიშნა გახარიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх