არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის და-ჩვენ ვართ გარემოების მსხვერლი და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ

სტატიის ავტორი

„პირადად ვიცნობდი ფოტოგრაფს. ძალიან ბევრ ადამიანს უღებდა ფოტოებს, ჩვეულებრივ. აქ რაც არ უნდა ილაპარაკონ, არც ერთმა მშობელმა ეს არ იცოდა“,- განაცხადა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის დამ.

თეონა კაპანაძის თქმით, მას თავად აქვს ფოტოები ნანახი და ისინი არანაირ პორნოგრაფიულ ნიშნებს არ შეიცავდა. ფოტოგრაფი ბავშვებს ეუბნებოდა რომ მათ ფოტოებს ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდავდა.
„ფოტოებს უღებდა ბავშვებს, ახალისებდა. ამ ფოტოებს ფეისბუქზეც დებდა და ბავშვებს უებნებოდა, რომ ლამაზი ჟურნალის გარეკანებზე ბეჭდავდა. მე მაქვს ის ფოტოები ნანახი რომლებიც უდევთ „ფეისბუზე“ და შემიძლია თქვენც გაცვენოთ. ეს ფოტოები არანაირ პორნოგრაფიულ ნიშნებს არ შეიცავს“,- ამბობს კაპანაძე.

დაკავებული მშობლის დის განცხადებით, პროკურატურა ცრუობს, როცა ამბობს რომ მშობლებმა იცოდნენ ამის შესახებ. ის ასევე გამორიცხავებს ბავშვების მშობლების მხრიდან ფოტოების სანაცვლოდ თანხის აღების ფაქტს.

„მე ვისაც ვიცნობ, ვინც დაკავებულები არიან ჩემი დის ჩათვლით, არიან უდანაშაულოები და ჩვენ ჩვენს უდანაშაოლობას დავამტკიცებთ.
არანაირი თანხა, არც ერთი კაპიკი არ აღებულა ფოტოების სანაცვლოდ, ეს ყველაფერი თანამამად შემიძლია ვთქვა.
რომელი თანხა, ეგრე არავის უჭირდა რომ თავისი შვილი ასე გაემეტებინა. დარწმუნებული ვარ, არც ერთმა მშობელმა არ იცოდა რას აკეთებდნენ. რატომ არ ყავს ამ საქმეს დაზარალებული მხარე, ვიღაც ხომ დაზარალდა, არა? ჩვენ ვართ გარემოიბის მსხვერპლი და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“,- განაცხადა თეონა კაპანაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх