საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,იცინოდა, ვხუმრობდით მაგრამ ოპერაციის მიმდინარეობისას ბავშვს გული გაუჩერდა" - რა გახდა 17 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

personuser access_time6-11-2018, 11:43
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ მის შვილს მანქანა დაეჯახა და ხელი ჰქონდა მოტეხილი, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა.

"ბავშვი კარგად იყო სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა, მე ვფიქრობ რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს ბავშვი", - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.

არსებული ინფორმაციით არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.

როგორც ,,დიანიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.



წყარო: inforustavi.geскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია