ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებას"- ადექით, აუხსენით ხალხს რისთვის მიდიხართ, რის გაკეთებას აპირებთ

სტატიის ავტორი

"მე ვთვლი, რომ ვიზიტი საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და პოზიტიური იყო. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება. იგივე ე.წ ბორდერიზაციის ჩათვლით, იგივე იმ დაკავებების სახით, რომელიც სამწუხაროდ დრო და დრო საზღვარზე ხდება, იგივე სამომავალო პერსპექტივებთან დაკავშირებით",- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ამ სახის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ არახელისუფლებაში მყოფი ადამიანის, არამედ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდანაც.

"იყო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალდდანიშნულ მოადგილესთან, ბატონ რუდენკოსთან, რომელიც სხვა თემებთან ერთად წაიყვანს საქართველოს საკითხებს. ძალიან საქმიანი შეხვედრა შედგა, რომელსაც მოჰყვა კიდეც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.
იყო შეხვედრები, როგორც ფედერაციის საბჭოში, ასევე სახელმწიფო სათათბიროში. გაკეთდა განცხადებები, როგორც ფედერაციის საბჭოს, ასევე სახელმწიფოს სათათბიროს წარმომადგენლების მხრიდან. იყო ასევე შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ უბრალოდ ხელისუფლებამ უნდა გაბედოს, რომ ჩავიდეს და ისაუბროს. იმიტომ რომ თემები მაგალითად, როგორიც არის ავიაფრენების აღდგენის საკითხი ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი აქტიურობა და ძალისხმევა ჭირდება ამას.
ასევე პრაქტიკულად პოზიტიურად არის გადაწყვეტილი ვიზების გაუქმების საკითხიც. უბრალოდ, ამას ჭირდება ხელისუფლების ადეკვატური მოქმედებები და მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას ნუ გეშინიათ, ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მხოლოდ კომფორტი, რაზეც თქვენ მუდმივად ზრუნავთ.
ადექით, აუხსენით ხალხს რისთვის მიდიხართ, რის გაკეთებას აპირებთ. ჩადით ელაპარაკეთ და შეძლებისდაგვარად შედეგიც ჩამოიტანეთ. ეს არის ხელისუფლების მოვალეობა და არა ის რომ იყოს უკბილო ხუმრობები , იქიდნური გამონათქვამები და ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ არახელისუფლებაში მყოფ ადამიანს აქვს გამბედაობა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას, აქვს უნარი რომ სწორი კომენტარები გააკეთოს. ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ პანიკურად გეშინოდეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების",- განახადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნინო ბურჯანძემ ბოდიში მოიხადა გავრილოვის ვიზიტზე. ის ასე ეხმაურება: „მე გამოვთქვი წუხილი იმასთან დაკავშირებით რაც მოჰყვა ამ პროცესებს როგორც კონკრეტულად აქციის დარბევა ასევე პროტესტის გამოხატვის იმ ძალიან უზრდელირ ფორმასტან, რომელიც ზოგიერთმა გამოთქვა.“скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх