,,ერთკვირაზე მეტია ასე ყრია ნაგავი" - გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს

სტატიის ავტორი

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფელ კარალეთში ამბობენ, რომ ერთ კვირაზე მეტია, სასწავლო დაწესებულებიდან 15 მეტრში ნარჩენები ყრია, რაც მოზარდებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამ დრომდე კეთიმოწყობის სააგენტოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

,,ერთკვირაზე მეტია ასე ყრია ნაგავი. არც კეთილმოწყობის სააგენტოდან და არც რომელიმე სხვა სამსახურიდან არავინ მოსულა. ეს ნაგავი სკოლიდან 15-20 მეტრშია, რაც რათქმაუნდა ბავშვებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. სულ ასეთი სიტუაციაა აქ“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

,,დიანიუსი“ ფაქტის გადასამოწმებლად გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა ჰქონდათ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქმდე, უცნობია.

,,ერთკვირაზე მეტია ასე ყრია ნაგავი" - გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх