საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნათია მეზვრიშვილი: „ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება“

personuser access_time6-11-2018, 12:39
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება. ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე რატომ არ უჭერს ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით განიხილება, რის შემდეგაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია