"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი

სტატიის ავტორი

როგორი ფერები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ და რა დაგვეხმარებათ სურვისლის ასრულებაში ამ თემაზე ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
"სიყვარული.
აღმოსავლეთში ვირთხის მიმართ დამოკიდებულება ჩვენგან განსხვავებით აღქმულია ოჯახის და წყვილთა მფარველად, და ოჯახში მის გამოჩენას ხვდებიან სიხარულით და არა პანიკით ,რადგანაც თვლიან რომ ის არის მათი კეთილდღეობის მაუწყებელი მინიშნება.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს რათა მოვიპოვოთ წლის მმართველის კეთილგანწყობა?
რათქმაუნდა აუცილებელია სახლი იყოს დასუფთავებული ,ლამაზად მორთული ,სუფრა მრავალფეროვანი საკვებით და სასმელებით , და ლამაზი საჩუქრებით.
ჩაცმულობა ახალი წლის ღამეს ,უნდა იყოს დახვეწილი,ფერები თეთრი ,ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და მწვანე მეტალიკის ფერები, მაგრამ ვინაიდან 2024 წლამდე ცეცხლის ენერგიის უკმარისობაა კოსმიურად , აუცილებელია ჩაცმულობაში ფიგურირებდეს რაიმე სახით წითელი ფერი თუნდაც ეს იყოს სამკაული ან აქსესუარი.გაითვალისწინეთ რომ ვირთხას არ უყვარს ვულგარული ვიზუალი, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ჩაცმის კლასიკურ სტილს თუმცა ნუ გადააჭარბებთ. ფეხსაცმელი შეგიძლიათ ნებისმიერი დაწყებული მაღალი ჩექმებიდან დამთავრებული ქუსლიანი კლასიკური , მთავარია მათ ქონდეთ რაიმე ლითონის აქსესუარი. ლითონის ვირთხას უყვარს ყველაფერი რაც ბრწყინავს. მამაკაცებს ვურჩევთ ჯინსების და სპორტული ზედების ნაცვლად ,უპირატესობა მიანიჭონ კლასიკურ შარვალს და პერანგს, თუმცა თუ მაინც არჩევანს გააკეთებთ სპორტულ სტილზე , ისიც უნდა იყოს ელეგანტური.ვარცხნილობა უნდა იყოს სადა ,არა პომპეზური და სასუველია გააფორმოთ ვერცხლისფერი თმის სამაგრებით. მაკიაჟი უნდა იყოს არა ვულგარული არამედ დახვეწილი ღია ფერებში. მოერიდეთ ბეწვეულს და გაითვსლისწინეთ რომ ქსოვილზე არ უნდა გამოსახული მტაცებელი ცხოველები ,განსაკუთრებით მელა,ასევე კატა და ძაღლი, ამბობენ რომ ამ წელს როგორც შევხვდებით , ეს იქნება ტრამპლინი მომავალი მომავალი 12 წლიანი ციკლისა. მას მოაქვს იღბალი როგორც მსხვილი ისევე მცირე ბიზნესისთვის.ვირთხა არ გვაიძულებს რომ აუცილებლად სახლში შევხვდეთ ახალ წელს.
როგორ უნდა გავაწყოთ საახალწლო სუფრა.
საახალწლო სუფრა უმჯობესია იყოს ახალი თეთრი ფერის ვერცხლისფერი და წითელი ორნამენტებით, ფენშუი გირჩევთ : რომ თუ გეხელწიფებათ სუფრის გადმოშვებულ კუთხეებში დაამაგროთ ვერცხლისფერი ორნამენტები და სუფრა გაშალოთ თეთრი ჭურჭლით რომელსაც შეგიძლიათ შეუხამოთ წლის ფერები, მაგალითან მაგიდა გააწყოთ ლითონის სინებით და შანდლებით. და დაანთოთ 4 სანთელი, 3 თეთრი ან ვერცხლისფერი და 1 წითელი.ხესლახოცები უნდა იყოს თეთრი, წითელი ,ოქრისფერი ან ვერცხლისფერი.სუფრა უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგიდაზე უნდა ეწყოს 12 დასახელების საჭმელი თუნდაც მცირედი რაოდენობით, რადგანაც საკვების გადაყრა ფენშუის წესებს ეწინააღმდეგება. მაგიდაზე შეგიძლიათ განათავსოთ თევზეული, ხორცეული, ხილი ,ბოსტნეული, სასმელები აუვილებელია კომპოტი და შამპანიური.

მაგიდის ცენტრალურ ადგილას მოათავსეთ ვირთხის ფიგურა, გვერდზე მოუდგით ლითონის სინზე დაწყობილი თხილი,კაკალი, წაბლი, მიწის თხილი,

მეორე თასში ჩაყარეთ ხორბალი და ბრინჯი და შიგ ჩააწყვეთ იმდენი ერთლარიანი მონეტა რამდენი ოჯახის წევრიც ხართ.

სუფრაზე აუცილებელია ნამცხვრები და ტკბილეული. ჩურჩხელები, ჩირები და ა.შ.გასული წლის სიმბოლო ტახი უნდა მოათავსოთ მისგან 30 სანტიმეტრში დასავლეთით. ვირთხას არ უყვარს პიტნა და ამიტომ მოერიდეთ პიტნიან კერძებს.თუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოაცხოთ თაგვის ფორმის ორცხობილები ეს გაახარებს წლის მასპინძელს,

4 სუფრაზე აუცილებელია იდოს ყველის ასორტი პატარა კუბიკებად დაჭრილი.
5 მაგიდაზე უნდა დავდგათ ვირთასთან ახლოს მანდარინის ან ნაძვის ტოტები და მასზე უნდა შევაბათ ვერცხლისფერი და თეთრი ლენტით ფენშუის არა ნაკლებ 8 მონეტა.
გაითვალისწინეთ რომ სუფრაზე ზეიმის შემდეგ დატოვოთ მხოლოდ ვითხის და ტახის ფიგურები , თეფში ყველით და ბურღულეულით ,ასევე სინი თხილეულით. ყოველი ოჯახის წევრის თეფშის ქვემოთ უნდა დავდოთ ერთი ცალი ლარიანი მონეტა და ეს მონეტა შემდეგ გადავიტანოთ საფულეში და ვიქონიოთ როგორც პირადი თილისმა მთელი წლის განმავლობაში.მაგიდაზე არ დატოვოთ ბასრი ნივთები ან შუშის ჭურჭელი.
12 საათზე როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა, ჩაიფიქრეთ სურვილი, (ოღონდაც მანამდე სანამ რიტუალს დაიწყებთ , მონეტა კარგად გარეცხეთ) და ჩააგდეთ შამპანიურის ბოკალში და დალიეთ, მონეტა ამოიღეთ და დადეთ თქვენ ძვირფასეულობასთან ერთად როგორც წლის ბარაქის სიმბოლო
გაგრძელებას შემოგთავაზებთ ხვალ" - წერს ეკა კვარაცხელია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх