ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე -ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს

სტატიის ავტორი

საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიან განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ჟურნალისტის კითხვას ურჩევდა თუ არა თავად პრეზიდენტს გადადგომას კობახიძემ უპასუხა, რომ ეს მისი რეკომენდაცია ვერ იქნება.

„სამწუხაროდ ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან ცუდია მაგრამ რაც შეეხება გადადგომას ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება და არასწორია ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.
ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, პარლამენტის შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ყველას შეუძლია, რომ თავისი შეფასება გააკეთოს. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ცუდი ინტერპრეტაციის სასუალება დაიტოვა პრეზიდენტის განცხადებამ.
განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას თუმცა, ბუნებრივია, რაღაციდან სხვა რაღაც არ უნდა შევქმნათ. როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, მაშინ ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს.
ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს. ეს ჩვენც არ მოგვეწონა მაგრამ მოდით ამ ყველაფრის დრამატიზებას ნუ გავაკეთებთ.“ _ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტა 10 დეკემპერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.
პრეზიდენტის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თავად პრეზიდენტი კი თვლის, რომ მისი სიტყვები დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх