გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა შსს-ს შენობა დატოვეს

სტატიის ავტორი

გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 5 საათი იყვნენ დაკითხვაზე მაინც ვერ გაიგეს ვინ არიან თავდამსხმელები, რაც კიდევ უფრო უმყარებთ ეჭვს, რომ თავდასხმა დადგმული იყო.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დილით ქალაქ ლარნაკაში აპირებდნენ გამგზავრებას,სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ისინი თავდასხმას.

„საქმე ეხება ივანიშვილის საგმირო სსაქმეებს მაშინ, როდესაც ის რუსეთში იყო. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებებზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სხვა ადამიანებს მოეპოვებათ“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, ეს კიდევ უფრო უღრმავებს ეჭვს, რომ საბუთები, რომლებიც უნდა ენახა ნამდვილად ღირებულია და ღირს, რომ ნახოს როგორც თვითონ, ასევე ქართულმა საზოგადოებამ.

ევროპული საქართველოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ უარი თქვეს ექსპერტიზაზე, რადგან არ სჯერათ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. დაკავებულია ორი პირი, თუმცა პოლიცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх